LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ მარიუპოლში ქოლერას ეპიდემიის პირველი ფაზა, ფაქტობრივად, დაიწყო, წესდება საკარანტინო რეჟიმი: მარიუპოლის მერის მრჩევლი

236
Untitled design (5)

რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში ქოლერის აფეთქების შესახებ ცნობები ვრცელდება. 

ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო საუბრობს და აცხადებს, რომ ქალაქში ოკუპანტებმა კარანტინი, ფაქტობრივად, უკვე გამოაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეპიდაფეთქების მიზეზი სასმელი წლის დეფიციტია.

როგორც ანდრიუშენკომ ტელეეთერში განაცხადა, მარიუპოლი უკვე შევიდა ეპიდემიის პირველ ფაზაში.

“ჩვეულებრივ, ივნისის დასაწყისში ზღვაში ბუნებრივად ჩნდება ქოლერას ბაცილი, ეს ნორმალურია მარიუპოლისთვის, აზოვის ზღვისთვის, მაგრამ არა ნორმალური ასეთ პირობებში.

სიტუაციას ართულებს მიწის ზედაპირთან ახლოს მდებარე სასაფლაოები, ქალაქში დაგროვებული სხვადასხვა სახის ნარჩენი, წყლის დეფიციტი და ანტისანიტარია.  ეს ყველაფერი ხვდება წყალში, ზღვაში, სასმელი წყლის წყაროებში და ეპიდემიის რისკი არამარტო საფრთხის შემცველია, არამედ უკვე ისეთ დონეზეა, რომ პრინციპში, ცალკეულ შემთხვევები ფიქსირდება”, – განაცხადა ანდრიუშენკომ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები