კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს. როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, კომენდანტის საათი ღამის 12 სააათიდან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს.
მათივე ცნობით, ბრძანებას, რომელიც 28 მარტით თარიღდება, ხელი დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ომარ ბგანბამ მოაწერა.
დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა კომისია, რომელმაც ძირითად პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება უნდა დაარეგულიროს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს.
აფხაზეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტა