LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ცხივალში რეფერენდუმის ჩატარებით საქართველოს ტერიტორიების ანექსია ხდება: იაგო ხვიჩია

34
იაგო ხვიჩია

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებით საქართველოს ტერიტორიების ანექსია ხდება.

“ეს ნაბიჯი ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობის გაფუჭებას საქართველოს ხელისუფლებასთან” – აცხადებს ხვიჩია

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება მაინც რუსეთთან არის შეთანხმებული.

მისი თქმით რუსეთს სიძლიერის გამოვლინება ბევრნაირად სჭირდება. სიძლიერის გამოვლინება სადაც სცადა, იქ არ გამოუვიდა.

„შეიძლება, რუსებმა არ იჩქარონ და რეფერენდუმის შედეგები მაშინვე სისრულეში არ მოიყვანონ, მაგრამ ეს ნაბიჯი ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობის გაფუჭებას საქართველოს ხელისუფლებასთან, რამდენად ლოიალურიც უნდა იყვნენ რუსების მიმართ. ამ შემთხვევაში, ხდება ქვეყნის ტერიტორიების ანექსია და მგონი, ნებისმიერ ხელისუფლებას გაუჭირდება, რუსები შეაქოს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისთვის. რუსეთს სიძლიერის გამოვლინება ბევრნაირად სჭირდება. სიძლიერის გამოვლინება სადაც სცადა, იქ არ გამოუვიდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები