სააგენტო Front News-თან ინტერვიუში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ პრესმდივანმა, დინა გასიევმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს შესაძლოა 2 კვირის განმავლობაში გადასცენ.
“ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში მის ოჯახს აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ეს მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოხდება. სავარაუდოდ ამას 2 კვირა დასჭირდება”- განაცხადა გასიევმა.