ფერმერებს ასობით ღორი მოუკვდათ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რომელსაც ღორის აფრიკული ჭირი უტევს. – ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
მათივე ცნობით, დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სანიტარული სამსახურის თანამშრომლებმა იმ სოფლების შესასვლელებთან რომლებშიც დაავადება დადასტურდა, სადეზინფექციო ბარიერები დაამონტაჟეს.
ვეტერინარული სამსახურის უფროსის აცამაზ თედეევის ინფორმაციით, აფრიკული ჭირის შემთხვევები დაფიქსირდა ორი რაიონის ცხინვალის და ახალგორის სოფლებში, საიდანაც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოტანა აკრძალულია. გამოცემა წერს, რომ ოსური მედიის ცნობით, სოფლებში სადაც ღორების დაცემა დაფიქსირდა, სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ ღორის მოშენებას.