LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივდა

79
FORTUNA.GE- (5)

საოკუპაციო ძალების მიერ, ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა, კიდევ, ორი თვით გაუხანგრძლივდა.

გადაწყვეტელება ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლომ გუშინ მიიღო.

“ფორტუნას” ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ მათ ცხელი ხაზით აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქართული მხარე მუშაობს უწყვეტ რეჟიმში, მოლაპარაკებებში ჩართულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმმადგენლებმა 11 ივლისს კასპში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის ფეხის არეში იყო დაჭრილი.

გახელაძეს ბრალად საზღვრის დარღვევა ედებოდა. მას წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუხანგრძლივდა.

 

ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს