ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ახალგორში, დაახლოებით შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ქალი ჩავარდა.
ახლობლები ითხოვენ, დაშავებული, რომელიც 60 წლამდე ასაკისაა, თბილისში გაადაიყვანონ, თუნცა დე ფაქტო ხელისუფლება, სავარაუდოდ, მას ცხინვალში გადაიყვანს.
უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას.
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა - ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ გადმოდიან
როგორც ცნობილია, ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ უკვე ახალგორის გამგეობაში, სადაც ადასტურებენ, რომ ქალის მგომარეობა მძიმეა. მიუხედავად ამისა, გამგეობაში დარწმუნებულები არ არიან, რომ დე ფაქტო რეჟიმი პაციენტს ცხინვალის საავადმყოფოში არ გადაიყვანს.
აქ იმედი აქვთ, რომ ისინი ოჯახის ახლობლებს საშუალებას მისცემენ, დაშავებული თბილისში გადაიყვანონ.