LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში „სპუტნიკ V“ პირველი პარტია ჩავიდა – რუსული ვაქცინით აცრა რამდენიმე დღეში დაიწყება

59
რუსული ვაქცინა

ოკუპირებულ აფხაზეთში ვაქცინაციის პროცესი იწყება.

რუსული მედია ე.წ. ჯანდაცვის მინისტრ თამაზ წახნაკიაზე დაყრდნობით წერს, რომ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ პირველი პარტია ჩაიტანეს.

„ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ პირველი პარტია მივიღეთ, რომელიც ჩვენს საწყობში ინახება“. – განაცხადა წახნაკიამ.

პროტოკოლის მიხედვით აფხაზეთში პირველ რიგში მედიკოსები აიცრებიან, შემდეგ კი პედაგოგები, „საჯარო სექტორის“, „სამართალდამცავი ორგანოების“ თანამშრომლები და ბოლოს მოქალაქეები.

ვაქცინაცია მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 494 შემთხვევაა დადასტურებული,

გამოჯანმრთელებულია 13 517 და დაღუპულია 222 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები