გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი დაიღუპა.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ტრაგედია გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
„28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, – აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცველებს გადასცეს.