არანაირი კომპრომისების დაშვება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება”- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით აფხაზეთი დღეს ოკუპირებულია.
” ოკუპანტის მხრიდან ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო რიტორიკას ვხედავთ და მხოლოდ იარაღის ჟღარუნი გვესმის . რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარების პროცესს” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი “პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტსაც გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ ვიზიტებს საპარლამენტო საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.
” საზოგადოებამ უნდა შეაფასოს რომელი ოპოზიციური პარტია სად და რისთვის მიემგზავრება. ჩვენს გუნდს აქვს გადაწყვეტილება მიღებული და ეს გადაწყვეტილება უცვლელია, ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ოჯახში” , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.