LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტი რუსეთიდან რომ ჩამოდიან და „პარიადოკს“ აყენებენ უკვე ყველგან, ვერ ხვდებით ხალხნო?!: თაკო ჩარკვიანი

415
თაკო ჩარკვიანი

„ოკუპანტი რუსეთიდან რომ ჩამოდიან და „პარიადოკს“ აყენებენ უკვე ყველგან, ვერ ხვდებით ხალხნო?!“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლას ეხმიანება.

როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, რუსეთის მოქალაქეებისათვის, „ფიქტიური ქორწინების გაფორმება და ბინების მიყიდვა საკუთარი ქვეყნის ღალატია და ვინც ამას ვერ ხვდება ნაძირალაა“.

„რა სტუმარ-მასპინძლობა ?????? ასეთი რაოდენობით ოკუპანტი რუსეთიდან ოკუპირებულ ქვეყანაში რომ ჩამოდიან უტიფრად (და “პარიადოკს” რომ აყენებენ უკვე ყველგან) ვერ ხვდებით ხალხნო?! და თქვენ რომ ფიქტიურ ქორწინებას უფორმებთ და ბინებს ყიდით, ქვეყანას რომ ყიდით და ეს მოღალატეობაა შენი ქვეყნის ვერ ხვდებით თუ ნაძირლები ხართ ?ეს რომ “დივერსიად” გახსნილ “ბომბებად” დაბრუნდება საქართველოს თავზე , ამას ვერ ხვდებით??? რატომ დუპლეტები ხართ??!!

ხელისუფლებავ ეს არის “ის “კოლაბორაციონალები რომ ხართ !“, – წერს ჩარკვიანი.