უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის, რეინტეგრაციისა და ოკუპირებულ რეგიონების საკითხებში მინისტრის ირინა ვერესშჩუკის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს უკრაინის 14 ქალაქის მერი მძევლად ჰყავთ აყვანილი. ამის შესახებ „უნიანი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ამავდროულად, რუსეთს სურს, რომ ტყვეთა გაცვლა მხოლოდ პარიტეტის პრინციპით შედგეს.
„აქ რუსეთი პარიტეტულობას მოითხოვს – მესაზღვრეების მესაზღვრეებზე, მეზღვაურების მეზღვაურებზე გაცვლას. მე მაქვს ლოგიკური კითხვა: ვისში უნდა გავცვალოთ ქალაქის მერები, რომელთა რაოდენობა უკვე 14-ს შეადგენს, ვინც რუსებმა აიყვანეს?
ამ საკითხს ჯერ საერთაშორისო დონეზე განვიხილავთ“, – განაცხადა ვერესშჩუკმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში