LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

157
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. სოფელ ქერეს მცხოვრები აკაკი მისირელი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი. მომხდარის დეტალები ზუსტდება.

გატაცებულის ოჯახს ცოტა ხანში გორის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდება. მისირელის დაკავების ფაქტზე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი”.

ბოლო ერთ თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის პერიმეტრზე, ე.წ. მესაზღვრეების მიერ, საქართველოს 5 მოქალაქეა დაკავებული უკანონოდ. მისირელის გარდა, ოთხი პირი გათავისუფლებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები