LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა განმუხურიდან 2 ადამიანი გაიტაცეს

96
59ce5cc7fc7e9351398b4567

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. როგორც ცნობილია, 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით, ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს.

რუსმა ოკუპანტებმა გატაცებულების ტელეფონით მათ ოჯახის წევრებს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

განმუხურში სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ფორტუნას“ გატაცების ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

“ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის არიან დაკავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია,” – განაცხადეს სუს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები