LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა ბერშუეთთან დაკავებული ქალი გაათავისუფლეს

80
BE1D588D-22BE-4B6A-92EF-696C792AC066-cx0-cy8-cw0-w1023-r1-s

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე დღეს გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლებას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ქალი ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მერე ის სახლში დაბრუნებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ შუახნის ქალი სოფელ ბერშუეთთთან 5 მარტს დააკავეს.

ქეთევან ციხელაშვილი დაკავებული ქალის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები