რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ირპენში მოქალაქეებს ნანგრევებში ეძებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს კიევის ოლქში უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსზე დაყრდნობით.
ანდრეი ნებიტოვის თქმით, ოლქიდან სულ მცირე 100 000 ადამიანია ევაკუირებული.
“ევაკუაცია როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, ისე კერძო ტრანსპორტით მიმდინარეობს. ჩვენ ამას გავუმკლავდით. ვმუშაობდით 24 საათის განმავლობაში და რაც მთავარია, გადავარჩინეთ ეს ადამიანები”, – განაცხადა ნებიტოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ ირპენში არიან ადამიანებიც, რომლებიც საკუთარ სახლებსა ან სარდაფებში რჩებიან. მათ მედიკამენტებით, წყლით, საკვებითა და საწვავით ეხმარებიან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში