საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
მათ სოფელში, სასაფლაოსთან ახლოს მძიმე ტექნიკა განათავსეს.
ამ ინფორმაციას სუსში ადასტურებენ და ამბობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებს აწარმოებენ.
ხურვალეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტს, დავით ქაცარავას, სოციალურ ქსელებში რუსეთის აგენტიც კი უწოდეს. თავად დათო მიიჩნევს, რომ ბოდიში არავისთვის აქვს მოსახდელი და არც უსაფუძვლო პანიკა აუტეხია, როგორც იმ დღეებში „ფეისბუქზე“ წერდნენ. დათო, ყველა სიტყვაზე ატოცი რომ გესმის, როგორაა ეგ ამბავი? პრინციპში, ეს გასაკვირი არაა, რომ ა-ზე დაწყებული ყველა სიტყვა ატოცად მელანდება. ატოცმა […]
დათო ქაცარავა: „ბოდიში არ მომიხდია და არც მოვიხდი!..“
მათივე ცნობით, უკვე საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.
ამ თემაზე ფეისბუქ მომხმარებლები ჯერ კიდევ გუშინ წერდნენ და ამბობდნენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკა გადაადგილდებოდა.