აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი, ეს გარდაუვალია, მიუხედავად რუსეთის ყველა ძალისხმევისა“,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.
“13 წელი სრულდება რუსეთის სამხედრო ძალების აქტიური ინტერვენციის დაწყებიდან, რომელსაც შეეწირნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქართველი სამხედროები, რომელსაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა, ოკუპაცია, რაც ყოველდღიურად იწვევს ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების ფეხვეშ გათელვას საოკუპაციო ზოლს მიღმა, რომელიც რჩება უდიდეს გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის.”
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ოკუპაციას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, უსამართლობისადმი შეურიგებლობა.