რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ლევან ვასაძისა და „ქართული მარშის“ ორგანიზებით, ჰომოფობიური აქცია იმართება. პარალელურად, 19:00 საათზე, ანტისაოკუპაციო აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი სკვერიდან მშვიდობიანი მარშით, პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
19:00 საათიდან აქცია დღესაც ჩვეულებრივ გაგრძელდება.
"ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ მთავრობამ კრემლის მართულ ჯგუფებს გაუკეთა მობილიზება"
შსს დაგეგმილ საპროტესტო ტალღებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ყველა მონაწილეს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის და შეკრების კანონით დასაშვებ ფარგლებს. უწყება ასევე, ორგანიზატორებს მიმართავს, რომ ძალადობრივი ხასიათი აქციებმა არ უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შსს შესაბამის ზომებს მიიღებს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს ვასაძის მხარდამჭერებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი შეასხეს
ინციდენტს წინ უძღოდა ლევან ვასაძის გამოსვლა პარლამენტთან, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმება მოითხოვა.
როგორც ერთი, ისე მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, 19 დღეა პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს, თუმცა დღეს მიმდებარე ტერიტორია ვასაძისა და “ქართული მარშის” მომხრეებმა დაიკავეს. მათ LGBT პრაიდის ჩატარება გააპროტესტეს. პრაიდი ვერ ჩატარდა, თუმცა ჰომოფობიური აქცია პარლამენტთან არ იშლება.