LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპაცია არის დროებითი და მალე დავასრულებთ: კახა კუჭავა

34
კახა კუჭავა

ოკუპაცია არის დროებითი და ამას მალე დავასრულებთ – რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დასრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„რთული სანახავია, როდესაც მოვდივართ სასაფლაოზე და ჩვენი გმირების ოჯახებს ვხედავთ, მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და რთულია გაიზიარო როგორც თვითონ იზიარებენ ამ წუხილს. „

როგორც კუჭავამ აღნიშნა, 8 აგვისტო არის დღე, როდესაც გმირებს პატივს მიაგებენ და დღევანდელი დღე მთელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე დღე არის.

მისი გნაცხადებით ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ოკუპაცია არის დროებითი და ამას ყველა ხვდება და ამას მალე დავასრულებთ.

„არ ჩამოვთვლი, ეს არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიტრაბახოთ. ყველა მოწადინებული უნდა ვიყოთ, რომ მეტი გავაკეთოთ ამ ოჯახებისთვის. ბევრი პროგრამაა და ნამდვილად არ ხდება და არც მოხდება არავის დავიწყება“

კახა კუჭავამ ასევე უპასუხა კითხვას,რა კეთდება ომში დაღუპული ჯარისკაცების ახლობლების დასახმარებლად. როგორც კუჭავამ აღნიშნა, ყველა მოწადინებული უნდა იყოს, რათა აღნიშნულ ოჯახებს მეტად დაეხმარონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები