LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Ok, ლაურა“ – Skoda-მ თავისი ხმოვანი დამხმარე წარადგინა (ვიდეო)

89
adreams-dream

ჩეხურმა ავტომწარმოებელმა Skoda-მ თავისი ხმოვანი დამხმარე წარადგინა. მას ლაურა ქვია და როგორც შემქმნელები აცხადებენ, ასისტენტს 6 ენა ესმის და სხვადასხვა დიალექტებსაც კარგად არჩევს.

ხმოვანი ასისტენტის შესაძლებლობების სია მუდმივად ივსება და სულ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება. მას უკვე შეუძლია მარშრუტის შედგენა, საყვარელი სიმღერის მოძებნა და შემოსული შეტყობინებების წაკითხვა. საუბრის დასაწყებად ერთადერთი ფრაზა – „ოქეი ლაურა“ საჭირო.

ჯერ-ჯერობით „ლაურა“ მხოლოდ კომპაქტურ ჰეტჩბეკ Scala-სა და კროსოვერ Kodiq-ზეა ხელმისაწვდომი. ასისტენტი – ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იაპონურ, იტალიურ და ჩეხურ ენებზე საუბრობს. მას ინტერნეტთაც წვდომაც აქვს და თუკი უცხო ენას მოისმენს, მას მარტივად თარგმნის.

მომავალში ლაურა ავტომობილის სისტემების მართვასაც საკუთარ თავზე აიღებს და მართლაც შეუცვლელი გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები