LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახს, რომელიც 2 წელი მანქანაში ცხოვრობდა, უცნობმა ქველმოქმედმა სახლი აჩუქა

34
JHJPLDJ2UVC35NR3LT7AL24Q34

ამერიკელმა ოჯახმა სახლი დაკარგა და 2 წელზე მეტი ავტომობილში გაატარა. ადგილობრივმა ტელევიზიამ მათზე სიუჟეტი გადაიღო, რომელიც ანონიმმა ქველმოქმედმა ნახა და ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

როგორც ანხელ სერანო იხსენებს, ისინი ქუჩაში 2018 წელს აღმოჩნდნენ, მას შემდეგ რაც მან სამსახური დაკარგა. მთელი ამ დროის განმავლობაში სერანო, მისი მეუღლე და ვაჟი მანქანაში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთმა ტელეარხმა სერანოების მძიმე ბედზე გადაცემა გააკეთა. სიუჟეტი ათასობით ადამიანმა ნახა და ერთ-ერთმა ოჯახისთვის სახლის გადაცემა გადაწყვიტა.

ანხელი ახალმა ამბავმა იმდენად გააბედნიერა, რომ მიზნად დაისახა სამსახურის პოვნა და მართლაც, სულ მალე იპოვა კიდეც.
უცნობი ადამიანის დახმარებით, ანხელის შვილმა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შეძლო, ცოლი კი ახალ პროფესიას ეუფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები