LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახი სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად მთავრობას დროს ორშაბათამდე აძლევს

68
saakashvili_w_h

ორშაბათს, 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ – თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

“მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას მთავრობას, რომ გარკვეული პერიოდის გამავლობაში, ორშაბათს, 6 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ ჩემი ძმის, მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური”- თქვა სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები