LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია – მირიან ნიკოლაძე

213
BeFunky-collage (4)

“ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია”,- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

ნიკოლაძე პრესკონფერენციაზე  პროკურატურის მიერ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისმგებაში “მიცემული არიან სწორად, სამართლებრივად და მართებულად”.

მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ნდობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ დღეს არსებული მტკიცებულებებით, მათ მიერ ჩადენილი ბრალდება დასტურდება, ამიტომ საქმეს სასამართლოში სამართლებრივი პრობლემა არ უნდა შეექმნას.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა

“გარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც გახდა ერთ-ერთი საფუძველი 5 პირისთვის ბრალის წარდგენის, ჩვენი და გამოძიების მიერ განხორციელდა სხვადასხვა მოქმედება და ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიოტას“ მგზავრებისა, არ იყვნენ შემთხვევის ადგილას და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს. ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესში, არამხოლოდ სასამართლოში, სასჯელის მოხდის პერიოდში, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები, პირობით გათავისუფლება, შეწყალება ან ა.შ”,- აცხადებს  ნიკოლაძე.

“სასტიკად სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს” – პროკურატურა ახალ ვიდეო-რეკონსტრუქციას ავრცელებს

“დადგინდა, რომ შაქარაშვილი დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა” – ექსპერტი

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაუმძიმა. მათ 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალი არ დამძიმებია ავტომობილის მძღოლს.

ამასთან, ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 12 პირია დაკავებული.

ხუთი არაადამიანი! ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი! ხუთი მკვლელი: ანი შაქარაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები