LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახი ხანძარს 8 წლის ბავშვის დამსახურებით გადაურჩა

38
Capture

ტენესის შტატში, 8 წლის გოგონამ ოჯახი დაწვისგან გადაარჩინა. გამოცემა Fox 13-ის ინფორმაციით, ცეცხლი სახლს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უცნობმა პირებმა ავტომობილი დაწვეს.

ფარეხიდან ცეცხლი სამზარეულოში გადავიდა, სამზარეულოს კი საძინებელი მოჰყვა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელი სახლის სახურავზეც კი გავრცელდა.

8 წლის ქლოე ჰაბარდი მიხვდა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა და ოჯახის წევრების გაღვიძება დაიწყო. ბავშვის სწრაფი რეაქციის დამსახურებით, ოჯახმა დროულად ევაკუირება მოასწრო.

ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებისთვის რამდენიმე საათი დასჭირდათ. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ოჯახს სახლი ვიღაცამ განზრახ დაუწვა, უფრო სწორედ ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილს და ხანძარიც ასე გაჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები