ბრიტანული ოჯახი იძულებული გახდა ნაძვის ხე თავდაყირა დაედგა, კერძოდ კი ის ძირით ჭერზე დაემაგრებინა, რათა კატის თავდასხმისგან დაეცვა.
25 წლის ნატაშა სმიტი და 37 წლის უეინ რუდი შინაურ ცხოველთან ერთად პირველი შობის შესახვედრად ემზადებიან. როგორც Daily Mail წერს, ნაძვის ხის შესანარჩუნებლად ოჯახმა უკიდურეს ზომას მიმართა.
ხის ქვეშ მათ საშამაშოები და სუპერმენის თოჯინა დადგეს, რომელიც ქმნის ასოციაციას, თითქოს ნაძვს იჭერს.
დიასახლისის თქმით მათი კატა განსაკუთრებით ცელქია, ამიტომ გადაწყვიტეს საქმე არ გაუმარტივონ.