LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასი გაჩერებაა“ – რა ქონებას ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი – უცნობი ამბები არჩილ თალაკვაძეზე

465
s

„ქართული ოცნების“ უცვლელი და ერთგული სახე არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, 1983 წელს დაიბადა.

2000 წელს დაამთავრა ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც სტუდკავშირის თვითმმართველობის ხელმძღვანელიც იყო.

2010 წელს დაასრულა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის პროგრამა.

2015 წელს ჩაირიცხა ლონდონის ეკონომიკის სკოლის აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამაში.

მისი პოლიტიკური კარიერა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაიწყო.

2016 წელს, იგი მაჟორიტარული სიით, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

2019 წლის 25 ივნისიდან 2020 წლის 11 დეკემბრამდე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან თალაკვაძე ოზურგეთის სარაგბო კლუბ „არწივების“ საპატიო და სარბოლო კლუბის „მია ფორსის“ პრეზიდენტია.

 

 

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

თალაკვაძე ელექტრონული ბიბლიოთეკა LIB.GE-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.

 

ჰყავს მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი და ორი ქალიშვილი, ელე და ანა ბეატრის თალაკვაძეები.

2017 წელს ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდა. 

არჩილ თალაკვაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 09.11.2021 შეავსო. 

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, არჩილ თალაკვაძის სახელზეა 109,9 კვ.მ ბინა თბილისში, რაშიც 2012 წელს 55 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

ასევე, Harley-Davidson-ის მოტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ღირებულებაც 2016 წელს 8000 აშშ დოლარს შეადგენდა.

არჩილ თალაკვაძე  ასევე ფლობს ავტომანქანა Volkswagen-ს (გამოშვების თარიღი: 1971), რომელიც 01.06.2021 4300 დოლარად აქვს შეძენილი.

 

 

ამავე დოკუმენტით ცნობილი ხდება, რომ მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს BMW X5- ს.  გამოშვების თარიღი: 2016,  რომელიც 22.01.2021  11400 დოლარად შეიძინა.

ქეთევან ბუბუტეიშვილის წლიურმა შემოსავალმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მარკეტინგის და კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტზე 37432 ლარი შეადგინა. 

 

 

ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. მედიაში სულ რამდენიმე ინტერვიუ იძებნება, სადაც პირად თემებზე საუბრობს.

„ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასი გაჩერებაა, სადაც ძალებს აღვიდგენ და სტრესს ვანიავებ ჩემი ფსიქიკიდან. მყავს მეუღლე – ქეთი ბუბუტეიშვილი და ორი ქალიშვილი…

ამ საზოგადოებაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მთავარია, მოვახერხო, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი შვილებისთვის მაგალითი გახდეს, ისევე, როგორც ჩემი მშობლების ცხოვრება არის ჩემთვის მაგალითი… პირველ ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ოჯახში ჩვენი პოლიტიკა დამოუკიდებლობისკენ არის მიმართული.

ჩვენი მიდგომაა, ოჯახის ყველა წევრი რაც შეიძლება დამოუკიდებელი, რეალიზებული და წარმატებული იყოს.

გვჯერა, რომ ოჯახი, როგორც გუნდი მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, თუ მისი ყველა წევრი საკუთარ ფუნქციას ძალიან კარგად ასრულებს”, – ამბობდა თალაკვაძე რამდენიმე წლის წინ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი თავმჯდომარე უკვე დიდი ხანია ლექსებს წერს.

 

 

როდესაც ეს ამბავი გახდა ცნობილი, სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ მის ერთ-ერთ ლექსს, რომელსაც „მარტოსული პოეტის ქორწინება“ ჰქვია.

„ალბათ ასეა,
დროა, უკვე ცოლი შევირთო.
ალუჩას სოფლად რა ხანია
შვილი გაუჩნდა…
ჩვენ ხომ ერთად გვიხაროდა
გაზაფხული.
მე მინდა ქალი ტანადი
და სრული,
დიდგვაროვანთა შთამომავალი,
თამარი კი სასეირნოდ წაიყვანა ქარმა,
რომელიც ქრის
მხოლოდ ერთი მიმართულებით:
რომ მარტოობა არის ჩემთვის
თავადის ასული“.

არჩილ თალაკვაძეს ლექსების კრებულიც აქვს გამოცემული, სახელწოდებით „ლირიკული ლარნაკი“.

„მართლა არ ვიცოდი, თუ ლექსებისა და მოთხრობების წერა, ან წერა-კითხვა ამ ქვეყანაში აკრძალული და სამარცხვინო იყო“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მის ლექსებზე სოციალური ქსელის მომხმარებლების გამოხმაურებასთან დაკავშირებით.

სოციალურ ქსელში განხილვის თემა გახდა როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელში ზის.

ფოტოს თალაკვაძემ დაურთო აღწერა: 

„თბილისში კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტია“. 

მოგვიანებით თალაკვაძემ პოსტში შესწორება შეიტანა და დაამატა: ჰეშთეგი #თბილისიტაქსი.

ბევრისთვის პოსტი ირონიული აღმოჩნდა, იმ ფონზე რაც თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს არაერთი ფოტოშარჟი მოჰყვა.

ერთ-ერთი მათგანი მისმა მეუღლემ ქეთევანმა ატვირთა მეუღლის ფეისბუკგვერდზე წარწერით: “კადრს მიღმა ტაქსი 6-დან“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები