გუშინ პარიზში „დიორის“ მოდის სახლი ჩვენება გაიმართა, რომელსაც უამრავ სტუმართან ერთად ფოტომოდელი და მსახიობი, 25 წლის სტელა ბანდერასი ესწრებოდა. ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის ქალიშვილმა სტუმრებს შორის ნამდვილი ფურორის მოხდენა შეძლო.
ლეგენდარული ბრენდის ჩვენებაზე სტელა ბანდერასი ბრწყინავდა წითელ ორეულში. მას „დიორის“ წითელი პიჯაკი მინი-ქვედაბოლსთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს შავი როლინგი და თეთრი ფერის ჩანთა ასრულებდა.
მედია წერს, რომ სტელას გამოჩენის შემდეგ, მსოფლიოს უკვე ახალი ლამაზმანი ჰყავს.