LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოფთალმიჯი” პრემია „ჟირაფის“ შესარჩევ კონკურსს იწყებს

q

2019 წლის ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფის“ შესარჩევი კონკური, ხვალიდან ანუ 1 დეკემბრიდან დაიწყება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს და მაგისტრებს. კონკურსანტის მაქსიმალური ასაკი – 35 წელია. ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, PDF ფორმატით, შემდეგ მისამართზე: [email protected].  საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.

ნომინაციები:

  1. საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი
  2. საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი
  3. საუკეთესო ქანდაკება
  4. პრემია სახვითი ხელოვნების სფეროს განვითარებაში

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ კლინიკა ”ოფთალმიჯის” ფეისბუქის გვერდს – facebook.com/oftalmij

ცნობისთვის, პრემია „ჟირაფი“ დაფუძნდა ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯის” ხელმძღვანელის, ბ-ნი გიორგი ჯავრიშვილის მიერ და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი დაჯილდოვება გაიმართა 2015 წლის 11 ივნისს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები