სოციალური ქსელის, Reddit-ის მომხმარებელმა ნიკით philsebbens ოფისის პარკინგზე, ქალაქ მემფისში, ტენესის შტატში სპორტქარების კოლექცია აღმოაჩინა. ავტომობილები კერძო პირის საკუთრებაა. ისინი პარკინგის ბოლო სართულზე ინახებიან. ზოგიერთი მათგანი მტვრიანი, ჭუჭყიანიანი და უცენზურო წარწერებით არის აჭრელებული.
დაპარკინგებულ ავტომობილებს შორის ისეთი მოდელების ნახვა შეიძლება, როგორიც არის: Jaguar F-Type Project 7, პირველი თაობის Ford GT, Porsche 991 GT3 RS, რეტროროდსტერი Plymouth Prowler და Ferrari 599 GTO.
მთლიანობაში საუბარია 32 ავტომობილზე. მსგავსი მოულოდნელი აღმოჩენა იანვრის ბოლოს ედინბურგელმა მშენებლებმაც გააკეთეს, როდესაც მიტოვებული რობოტიზებული პარკინგის დანგრევას აპირებდნენ. შენობაში, რვა ავტომობილი იპოვეს, მათ შორის Austin Maestro და Fiat Uni.
ხოლო, გასული წლის ნოემბერში, სამხრეთ კალიფორნიის ერთ-ერთ პარკინგზე რამდენიმე ათეული Tesla Model 3 აღმოაჩინეს.