LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდიშარია: ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე – ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სამ კაცთან ერთად, ერთი კაცის ანგარიშსწორებაში მონაწილეობა

492
ბექა ოდიშარია

„სკოლის ასაკში არ მიმიღია სხვა სამ კაცთან ერთად, ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა, ახლა მით უმეტეს, პარლამენტის წევრი ვარ, სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც იგი გუშინ, ამერიკის საელჩოსთან მისი თანაგუნდელებისა და  TV „პირველის“ დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა, ეს თავიდან ვერ აირიდეს. ოდიშარიამ მომხდარზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ამბობს იმას, რაც მისი თვალით დაინახა და გაიგონა.

ვოლსკი: რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს… ღირსების შეურაცხყოფას

„გიამბობთ იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე. რამდენიმე კოლეგა მივდიოდით გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით, ღონისძიების შემდეგ, რა დროსაც გამოჩნდა საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი, რომელსაც 6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს – კაცს ფერი არ ედო სახეზე, ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას და მთელ გუნდს მიაყენეს.

ადეკვატური და პროპორციული პასუხი მიიღო - გასაჯაროვდეს ყველა კადრი და გადაადგილება: ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

„ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, ბევრი მომითმენია, ბევრსაც მოვითმენ, არსებობს ზღვარი, ყველაფერს აქვს ზღვარი“, - აცხადებს ოხანაშვილი.

იმის გამო, რომ ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე ვიყავით, რომ ეს ჩვენ სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძეთ ინერციით გასასვლელისკენ წასვლა, რა დროსაც გამოჩნდა ვატო წერეთელი, თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად და საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ვინც ეს დაიჯერა, რომ ამ აბსურდში ნუ შეჰყვებიან და ვინც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით აპედალირებს, რომ 4 დეპუტატი დაირაზმა ვიღაცაზე ანგარიშსწორებისთვის, სცემა და ა.შ. ეს არის სიბინძურე.

ინგა გრიგოლია: ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც ძალიან რომ გძულს, გაქვს თმენის ვალდებულება 

თქვენგან შეჩვეული ვართ ამ სიბინძურეს და ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სხვა სამ კაცთან ერთად ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა, ახლა მით უმეტეს, პარლამენტის წევრი ვარ. სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. ადამიანები ვცდილობდით, რომ ეს განგვემუხტა, ამას ადასტურებს თავად ვატო წერეთელი და მისი თანხმლები ქალბატონი კოლეგა. დანარჩენზე შეფასებებზე, ფაქტებზე ვისაუბროთ მას შემდეგ რაც კადრები გასაჯაროვდება.“– განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

“ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი, ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას” – ელისო ბოლქვაძე

ცნობისთვის, TV „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მანვე აღნიშნა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილი განცხადებით კი, TV „პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები