ოდესის ერთ-ერთი თავდაცვის ბრიგადის მებრძოლები სამხედრო-საინჟინრო სამუშაოების წარმოებისას, უძველესი ცივილიზაციის კვალს წააწყდნენ. როგორც უკრაინული მედია წერს, სამხედროებმა სანგრების გათხრის დროს, უძველესი ამფორები აღმოაჩინეს. წინასწარი შეფასებით, ჭურჭელი დაახლოებით ძვ.წ. IV-V საუკუნეებშია დამზადებული.
ფრთხილად შეგროვებული უძველესი არტეფაქტები უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოდესის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებს გადაეცათ. მეცნიერების განცხადებით, ისინი არტეფაქტებს შეისწავლიან და შემდეგ მათ მუზეუმის კოლექციას დაამატებენ.