Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ოდესაში საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია ჩატარდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდესაში საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია ჩატარდება

89

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში რიგით მეორე საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.  ,,ევროპა-აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო კორიდორი“ ამ სახელწოდების რიგით მეორე მაღალი დონის, საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია გაიმართება უკრაინის ქალაქ ოდესაში.

კონფერენციის მიზანია, ევროპისა და აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების კონკურენტული უპირატესობების შექმნა. ღონისძიებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი გახსნის. მოგვიანებით კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გამოვა.

საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, რუმინეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყახაზეთის, პოლონეთის, ლიტვის, ჩინეთის სამთავრობო დელეგაციები და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ.

კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომის თემებია: ევროპისა და აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიზნით მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და ევროპა-აზიის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ფორმირება.

ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას, სამთავრობო დელეგაციის გარდა, საქართველოს რკინიგზის, ბათუმის პორტისა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის წარმომადგენლები მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები