ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებული გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა.
ტურნირის მე-5 შეხვედრაში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 8 ქულიანი სხვაობით, 31:39 დაამარცხეს.
ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთიდან სამი მატჩი მოიგეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.
გარდა ამისა, საქართველომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – უმცროსი ბორჯღალოსნები პირველი გუნდია, რომელიც ქვემო დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ დარჩა ელიტაში.
20-წლამდელები სამშობლოში 19 ივნისს, დილის 03:05-ზე ბრუნდებიან.