“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭო უკვე დამტკიცდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, “ოცნების” ყრილობაზე თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მოადგილედ და პოლიტსაბჭოს წევრად აირჩიეს.
ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. მიზეზად კი დაასახელა, რომ არ სურდა წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი გაჩენილიყო.
საბჭოში მოხვდნენ, როგორც ახალი, ასევე, ძველი სახეები.
წარმოგიდენთ საბჭოს განახლებულ შემადგენლობას:
კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ვანო მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე, თორნიკე რიჟვაძე.
ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცეს