LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ „ტკბილი ნოემბერი“ დგება? მან დაიჯერა, რომ ღმერთია

176
ocneba 77

„ბიძინას მთავარი პრობლემა ამპარტავნებაა, მან დაიჯერა, რომ ღმერთია და ყველა მოკვდავი ან მისი მრევლია ან ერეტიკოსი“, – ამბობს ექსეპრტი გია ხუხაშვილი.

ექსპერტს წინასაარჩევნოდ „ერთკვირიანი დუმილი“ ჰქონდა დადებული, რომელიც დღეს, არჩევნების მეორე დღეს დამთავრდა.

„ფორტუნამ“ გია ხუხაშვილს არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

ისმის მოწოდებები, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადოს და პარლამენტში არ შევიდეს. ეს რა შედეგს მოიტანს?

ოპოზიცია თუ არ შევიდა პარლამენტში, ის უბრალოდ ფიზიკურად ვერ შედგება. მინიმუმ 100 კაცია საჭირო, რომ პარლამენტის სესია გაიხსნას. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება რიგგარეშე არჩევნები.

ეს დადებითად აისახება ოპოზიციაზე?

თუ ოპოზიციამ შეინარჩუნა ერთიანობა და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა გახლეჩვა და დაშანტაჟება, მაშინ „ქართული ოცნების“ საქმე ძალიან ცუდად წავა.

თაკო ჩარკვიანმა უკვე განაცხადა, რომ არ სჭირდება დეპუტატობა…

მე, როგორც ვიცი, უკვე ბევრია ამ ჭკუაზე, მაგრამ რამდენად შეინარჩუნებენ ერთიანობას, ესაა საკითხავი. ამ შემთვევაში ზომიერად კრიტიკული ვიქნებოდი და ვიტყვი, რომ ოპოზიციის ერთიანობის  დიდი გამოცდილება არ გვაქვს.

რამდენად კარგია, პარლამენტარი არ დადიოდეს პარლამენტში. გვაქვს ამის გამოცდილებაც, როდესაც ხალხმა მანდატი მისცა შალვა ნათელაშვილს და ის რამდენიმე წლის განმავლობაში ხელფასს იღებდა და არც ერთ სხდომაა არ დასწრებია.

თუ მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი არ შევა, ამ შემთხვევაშიც „ქართულ ოცნებას“ კარგი არაფერი ელოდება. იმ პრობლემების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია, კომპრომიტირებული ძალა ოთხი წელი ქვეყანაში ვერ გაატანს.

მოსახლეობას რამდენად ენდომება დეპუტატი, რომელიც აირჩიეს და ხელფასს არაფერში იღებს?

ეს თემაც გასაგებია, მაგრამ თუ არ არის სამართლიანობა, მშვიდობა მაინც არ იქნება. შესაბამისად, ეს ცუდი იქნება, მაგრამ ხშირ შემთვევაში იძულებითია ყველაფერი. კრიზისი არავის არ უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია სამართლიანობა. უსამართლობით განცდით სამართლიანობა ვერ იქნება.

არჩევნების დასრულების შემდეგ გამარჯვება ყველამ იზეიმა, რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

ეს არაა ფენომენი. ეს არის სტანდარტული, ქართული პოლიტიკის ნაწილი, როდესაც თავიდან ყველა ზეიმობს და მერე ვიღაც ბრაზდება და ვიღაც აგრძელებს ზეიმს.
„ოცნებამ “ გამოიყენა ყველა მანკიერი მეთოდი, რაც დაგროვდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მისი მოგონილი არაფერი არ იყო. წინა ხელისუფლებაც იგივეს აკეთებდა, მაგრამ ეს ხომ უნდა დამთავრდეს? არ შეიძლება, ძალაუფლებისთვის ყველას ყველაფერი აპატიო რაღაც მოგონილი არგუმენტებით.

გულისხმობთ, რომ „ოცნებამ“ უფრო მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და ვინც დამნაშავე იყო, ძველ ხელისუფლებაში უნდა დაიჭიროს?

ამ შემთხვევაში თავისთავს ხომ არ დასჯის. თვითონ ჩაიდინა დანაშაული. უბრალოდ არ უნდა დააშავოს.

მესამედ როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში, ეს რამდენადაა შესაძლებელი?

პრობლემა მესამედ მოსვლაში არაა.

ძალაუფლება ხომ ყრვნისადამიანს, უნდა თუ არა…

მე რომ მკითხოთ, გარყვნილები სამწუხაროდ დიდი ხანია, არიან. ამას მესამედ მოსვლა არ სჭირდება.

თქვენი მოლოდინები როგორია, ვისთვის დგება „ტკბილი ნოემბერი“?

ეს დამოკიდებულია, რამდენად მყარი იქნება ოპოზიცია, რამდენად მოახერხებენ ისინი ერთ მხარეს დადგომას, მე არ ვიცი. ოპოზიციას თავისი პრობლემები აქვს. ჩვენ ხომ მარტო ხელისუფლება არ გვყავს პრობლემური.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები