ზაფხულის სეზონზე ალბათ ყველა ნატრობს იდეალური მარშრუტის შედგენას და დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობას. გთავზობთ არაჩვეულებრივი შვებულების რამდენიმე ვარიანტს, რომელთა განხორციელებას მხოლოდ ყველაზე „გამოცდილი თავგადასავლების მოყვარულები“ გაბედავენ.
„ტიტანიკი“ – ცნობილი ლაინერის ზუსტი ანალოგის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ ავსტრალიელემა მილიონერმა კლაივ პალმერმა შეძლო. ახალი „ტიტანიკის“, რომელიც ორიგინალის ყველა დეტალს ზუსტად იმეორებს, მშენებლობა თითქმის დასრულდა და მალე პირველ მოგზაურობაშიც გაემგზავრება. ცნობილი „წიანპრისგან“ ახალ ლაინერს მხოლოდ მარშრუტი განასხვავებს, რადგან გეზს ცზიანსუდან აიღებს და დუბაისკენ გაცურავს. ასე რომ, თუ წარსულში „მოგზაურობა“ და საკულტო ფილმის გმირად გსურთ იგრძნოთ თავი ან უბრალოდ გინდათ ნახოთ რას ნიშნავს „დახვეწილი ფუფუნება“ დროულად იზრუნეთ ბილეთის შეძენაზე.
„ანტარკტიდა“ – ყველაზე ეგზოტიკურ, თუმცა რთულად მისაღწევ ანტარქტიდაზე მკაცრ კლიმატთან ერთად მოგაზურებს უამრავი „სანახაობა“ ელით – მარადიული ყინულის, უზარმაზარი აისბერგების და სწრაფი დინების ჩათვლით. მსგავსი მოგზაურობის მოწყობის საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო საშუალება ყინულმჭრელია, რომლის ბორტიდან თამამად დატკბებით პინგვინების, ზღვის ლომების ცქერით და დააკვირდებით მტაცებელთა ნადირობას. ასე რომ, თუ გსურთ იგრძნოთ თავი ნამდვილ ექსტრემალად, შეიძინოთ ახალი შთაბეჭდილებები და დატკბეთ „ცივი სილამაზით“, მაშინ ამგავრი ვარიანტი სწორედ თქვენთვისაა.
„ღვინის მატარებელი“ – თუ ტერასაზე ღვინის ბოკალით ხელში, მშვიდ გარემოში მოგწონთ დასვენება, მაშინ კალიფორნიის შტატის ქალაქ სომონაში – ამერიკული ღვინის წარმოების ცენტრში გაემგზავრეთ, სადაც კოლონიალური მექსიკის უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა შემორჩენილი. მართალია, ღვინის დაგემოვნება ქალაქის ნებისმიერ კაფესა თუ ბარში შეიძლება, მაგრამ უმჯობესია იმოგზაუროთ „ღვინის მატარებლით“, რომელიც წრიულად მოძრაობს ყურძნის ხეივნების გარშეამო.
„ერთობა ბუნებასთან“ – ბუნებაში დასვენების მოყვარულებს კოსტა-რიკაში გამგზავრებას ვთავაზობთ, რომლის მთავარ ღირსშესანიშნაობად ნაციონალური პარკები და ნაკრძალები, ჩამქრალი ვულკანები და თერმული წყლები, უზარმაზარი ჩანჩქერები და ბრწყინვალე პლაჟები ითვლება. კოსტა-რიკაში ნებიემიერი მონახავს გასართობს, რადგან ყევლა ულამაზესი ადგილი საკუთარ საიდუმლოს ინახავს და მოგზაურებთან ერთად მეცნიერებსაც იზიდავს.
„ბუდას ძიებაში“ – მართალია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და იდუმალებით მოცული ქვეყანა არასდროს ითვლებოდა საუკეთესო კურორტად, მაგრამ მაინც ყოველთვის იზიდავდა მილიონობით პილიგრიმს, რადაგნ ტიბეტი იდეალური ადგილია მედიტაციისა და საკუთარი ქვეცნობიერის საძიებლად. თუ მარტო გეგმავთ მოგზაურობას, აუცილებლად მოსინჯეთ რეტრიტი – ერთკვირიანი დუმილისა და განმარტოვების „თერაპია“, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, არ გაგიჭირდებათ არც ბრძენი მოძღვარის პოვნა, რადგან ტიბეტელები უძველესი დროიდან სიბრძნისა და საკრალური ცოდნის მფლობელებად ითვლებიან.