LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ შეხვედრა დამთავრდა – უმრავლესობა კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადება

214
1IMG-8997

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიის 92 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის დამტკიცება საეჭვო გახდა. ხუთი თვის შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილმა უკვე გადაიფიქრა, ნაწილს კი ვერ გაურკვევია პარტიის ლიდერი არ აწყენონოს თუ დეპუტატის მანდატი დატოვოს. მმართველი პარტიის მთავარ ოფისში დღეს უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უშუალოდ პარტიის თავმჯდომარემ უხელმძღვანელა. განსახილველი და საკამათო თემა იყო არჩევნების პროპორციულ სისტებაზე გადასვლა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა.

სხდომის დასრულების შემდეგ გამოსული დეპუტატები აღნიშნავდნენ, რომ შეხვედრა ხმაურიანი იყო და მიუხედავად მათი მცდელობისა, პარტიის ლიდერს ვერ გადაათქმევინეს გადაწყვეტილება.

ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბრები იყო ღია, მაგრამ მძიმე. მისივე განმარტებით, დეპუტატების უმრავლესობა არ მიაცნია სწორად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მიაჩნია, რომ ეს ქვეყანის სტაბილურობას რისკის ქვეშ დააყენებს.

„ეს არის ჩემთვის პრინციული საკითხი. ეს არის ქვეყანაზე და ქვეყნის მომავალზე გათვლილი, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ. ეს ჩემთვის არის წითელი ხაზი და თუ მაინც გავიდა აღნიშნული კანონი მე დავტოვებ დეპუტატის მანდატს“, – აცხადებს ირაკლი შიოლაშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს გია ვოლსკის მიაჩნია, რომ განსახილველი საკითხები ჯერ კიდევ წინ არის, ვინაიდან დღეს ჩანიშნულია პარლამენტში ამ საკითხზე მოსმენა. დეპუტატი ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზად არის, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება გუნდზე გავლენას ვერ იქონიებს.
„მაჟორიტარობა მემკვიდრეობითი თანამდებობა არ არის. საქართველოში არ არის ის მთავრობა, სადაც შეიძლება კოალიციური მთავრობა შედგეს“, -აღნიშნავს გია ვოლსკი.

არჩევნების პროპორციულ სისტებაზე გადასვლას ეწინაარმდეგება დიმიტრი ხუნდაძე და ამბობს, რომ პროექტს მხარს უმრავლესობა არ დაუჭერს, თუმცა მისივე თქმით ხმების დათვლა დღეს პარლამენტის სესიაზე მოხდება. დიმიტრი ხუნდაძემ მედიას განუცხადა, რომ ემზადებიან პროექტის ჩასაგდებად.

საქართველოს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის მოსმენა გუშინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. კანონპროექტის მოსმენა დღეს გაგრძელდება, სადაც ბიძინა ივანიშვილს თავისი დაპირების შესასრულებლად თავისივე გუნდიდან 113 დეპუტატის დასტური დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები