LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ მთავარი მიღწევა კორონავირუსთან ბრძოლაა: IRI

109
ocneba

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, კითხვაზე, თუ რას თვლიან მთავრობის მთავარ მიღწევად, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 26% ამბობს, რომ არაფერს.

22% „ქართული ოცნების“ მთავარ მიღწევად კორონავირუსთან ბრძოლას ასახელებს.

შემდეგ მოდის:

12% – ჯანდაცვის რეფორმები;

4% – ინფრასტრუქტურა;

4% – სტაბილურობა;

3% – სიტყვის თავისუფლება;

3% – გზები;

2% – პენსიების გაზრდა;

2% – პანდემიის დროს კომუნალური გადასახადების დაფარვა;

1% – დემოკრატია;

1% – უვიზო მიმოსვლა;

1% – სოციალური სარგებელი;

1% – განათლების რეფორმები;

5% – სხვა;

17% კი კითხვაზე არ პასუხობს.

გამოკითხვა 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში, რესპოდენტების სახლში, პირისპირ ინტერვიუების მეთოდით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქე 1 500-მა სრულწლოვანმა, ხმის მიცემის უფლების მქონე პირმა მიიღო. კვლევის შედეგების ცდომილება 2.5%-ია.

 

ვის მისცემდით ხმას: “ქართული ოცნება” “ნაციონალებს” თითქმის ორჯერ უსწრებს – IRI-ის კვლევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები