Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ოცნების ხელისუფლება ბიზნესს აშინებს, რომ ოპოზიციას არ გაეკაროს – რომან გოცირიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების ხელისუფლება ბიზნესს აშინებს, რომ ოპოზიციას არ გაეკაროს – რომან გოცირიძე

45

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად პარტიამ რეგიონებში არსებული რამდენიმე ოფისი და მსუბუქი ავტომობილები გაყიდა. როგორც რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, იყიდება ასევე პარტიის ცენტრალური ოფისი.

“ეს ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისია. იყიდება. ასევე იყიდება თბილისში, აეროპორტის გზაზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი. გაიყიდა ბათუმის, ხაშურის, რუსთავის, თელავის ოფისები. გაიყიდა მსუბუქი ავტომანქანების დიდი ნაწილი.
ყოველივე ეს ხდება საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

ოცნების ხელისუფლება აშინებს ბიზნესს, რომ არ გაეკაროს ოპოზიციას.

როცა 12 მილინი ლარიდან 11 მილიონი ქართულმა ოცნებამ მიიღო შემოწირულობის სახით, რომელ სამართლიან არჩევნებზეა საუბარი.
ქართულ ოცნებას სულ მცირე ასი მილიონი ლარი აქვს დღეისათვის დახაჯული არალეგალურად. აქედან ნაწილი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული ფავორიტი კომპანიების შავი ფულია, ნაწილი ბიზნესისათვის დაშინებით ხარკად შეწერილი თანხები.
უსამართლობა არ ეხება მხოლოდ ფინანსურ უთანასწორობას. ეს ეხება ასევე ადმინისტრაციული და მედიარესურსების გამოყენებას, ქუჩის კრიმინალური ელემენტების ჩართვას ამომრჩევლების დასაშინებლად.

აი, ასე თავისუფლად სუნთქავს დღეს ბიზნესი და საქართველო”,-წერს რომან გოცირიძე. 

https://www.facebook.com/roman.gotsiridze/posts/2048641088715423?pnref=story