LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების” ცენტრალურ ოფისთან გვირგვინი წარწერით „ოცნების დასასრული“ მიიტანეს

85
ფ

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტიკური საბჭო, მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე დღესვე იმსჯელებს.

სხდომის პარალელურად მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისთან  სამოქალაქო მოძრაობა “საქართველოსთვის” აქციას მართავს.

აქტივისტები “ქართული ოცნების” იმ წევრების მიმართ, ვინც შენობაში შედიან, სკანდირებენ – “მონა, მონა”.

მათი განცხადებით,  საზოგადოების მოთხოვნა, რომ გაიმართოს ვადამდელი არჩევნები, უცვლელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

აქციის მონაწილეებმა აქციაზე მიიტანეს ბანერი წარწერით “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს” და გვირგვინი წარწერით -„ოცნების დასასრული“.

„გახარია, ფიქტიური პრემიერი გავუშვით და ამით გინდათ გადაფაროთ დღევანდელი დღე? ასე ვერ მოხდება. ვერაფერი გიშველით ვერც კონკრეტული პირების გათავისუფლება და ვერც დანიშვნა. აუცილებელი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნების ჩატარება” , – აცხადებს აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

შეგახსენებთ, დღეს გიორგი გახარიამ პრემიერ მინისტრის თანამდებობა დატოვა.  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ მომავალი პრემიერობის კანდიდატი ხვალ დასახელდებოდა.

გახარია მელიას დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ეთანხმებოდა, შეტევა მოხდა აშშ-ს ელჩზე: შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები