LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებიდან“ გასული ოთხეულის უმრავლესობის სხდომაზე ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არსად წასულან, კვლავ ივანიშვილის სახელითა და დავალებით ლაპარაკობენ – ბობოხიძე

44
Untitled design (8)

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე ეხმიანება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრას კაჭრეთში, რომელსაც პარტიიდან გასული დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

კაჭრეთში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ესწრებოდნენ

როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, ეს ადასტურებს, რომ დეპუტატები არსად წასულან და ისინი კვლავ ბიძინა ივანიშვილის დავალებით საუბრობენ:

„თუ „ქართული ოცნება“ მართლა ემიჯნება ეგრეთ წოდებული ოთხეულის პოზიციას, მაშინ ისინი უმრავლესობაშიც არ უნდა ჰყავდეთ, იმიტომ რომ უმრავლესობაში ერთად ყოფნა ნიშნავს, რომ გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იღებ უმრავლესობაში მყოფი პარტნიორების განცხადებებზეც, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორებთან დამოკიდებულებას როცა ეხება ეს პოზიციები.

ამ ოთხეულის ყოფნა ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არსადაც არ წასულან და ჯერჯერობით ახმოვანებენ იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილის ვერ ბედავს, რომ თავის ან ქართული ოცნების სახელით თქვას. ისინი ბიძინა ივანიშვილის სახელითა და დავალებით ლაპარაკობენ“, – განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე კაჭრეთში მმართველი პარტიის სამუშაო გასვლით სხდომაში მონაწილეობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები