LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს… 10 წელია რაც შემობრძანდა და ღირსებასაც გვაკარგვინებს“ – პაატა ბურჭულაძე სტეფანჩუკს მიმართავს

222
ბურჭულაძე და სტეფანჩუკი

„ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს… 10 წელია რაც შემობრძანდა ჩვენთან და გაპარტახებულ ცხოვრების პირობებთან ერთად, ღირსებასაც გვაკარგვინებს“, – ამ განცხადებით მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს.

ამის შესახებ ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ბატონო რუსლან, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ჩვენი მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩამოსვლის, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს.

10 წელია რაც შემობრძანდა ჩვენთან და გაპარტახებულ ცხოვრების პირობებთან ერთად ღირსებასაც გვაკარგვინებს.

ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინას ეს არ სჭირდება. დიდი პატივისცემით, პაატა ბურჭულაძე.“– წერს პაატა ბურჭულაძე Facebook-ზე.