LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ რაც უფრო კარგავს ხალხის მხარდაჭერას, უფრო აგრესიული ხდება – დავით ჭიჭინაძე

138
დავით-ჭიჭინაძე

„ქართული ოცნება“ რაც უფრო კარგავს ხალხის მხარდაჭერას, მით უფრო აგრესიული ხდება, გარკვეულ მეთოდს იყენებს, რათა დაშინების და წნეხის მომენტი შემოიტანოს პოლიტიკაში“, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

მისივე თქმით, ეს მმართველი გუნდის არა სიძლიერეს, არამედ სისუსტეზე მიანიშნებს.

გურამ მაჭარაშვილი: „ძალადობას ახალისებს ელჩი და ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი“

„ქართული ოცნებისთვის“ ქართველი ხალხის ევროპული მომავალი მიუღებელია.. ხელისუფლება ასეთი საქციელით ყოველდღე სულ უფრო და უფრო სუსტდება.

როდესაც შენ სიტყვიერი და საქმიანი არგუმენტი არ გაქვს, თუ იძახიან, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ყვავის, მაშინ რაში სჭირდება ძალადობა? მაგრამ როდესაც საქმე არ კეთდება, ისინი გადადიან დაშინებაზე“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კობახიძე: წლები ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს – არ შეიძლება ელჩის მხრიდან უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები