LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მეგობრობა დასრულდა, ე.ი. ის არასდროს ყოფილა“ – მარკ ტვენის ცნობილი გამონათქვამები

3522
მარკ ტვენი

მართალია, ტომ სოიერის და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლების ავტორი, რომელიც ყველა დროის ყველაზე გონებამახვილ მწერლადაა მიჩნეული, არასდროს გამოირჩეოდა ათლეტურობით და განსაკუთრებული სიმპათიურობით, მაგრამ მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალბატონებში, რასაც პირველ რიგში არაჩვეულებრივი იუმორის წყალობით ახერხებდა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ მარკ ტვენის ცნობილ ფრაზებს:

ოცნება კარგია, მაგრამ მაინც რეალობაში გვიწევს ცხოვრება

თუ მეგობრობა დასრულდა, ე.ი. ის არასდროს ყოფილა.

არაფერი არ აღიზიანებს ადამიანს ისე, როგორც სხვისი წარმატება.

კარგია, რომ ამერიკა აღმოაჩინეს, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნებოდა კოლუმბს მხოლოდ ახლოს რომ გაეცურა.

ზაფხული – წელიწადის ის დროა, როცა ძალიან ცხელა იმ საქმეების საკეთებლად, რომელთა კეთებას ზამთარში, სიცივის გამო გაურბოდი.

ერთგული მეგობრები, საინტერესო წიგნი და მიძინებული სინდისი – სწორედ ესაა იდეალური ცხოვრება.

პესიმიზმი – სინამდვილეში მხოლოდ სიტყვაა, რომელიც ოპტიმისტებს განწყობას უფუჭებს.

კარგია, როცა არ იცი გეზი საით გაქვს აღებული, რადგან არც იმედი გაგიცრუვდება, როცა სხვაგან აღმოჩნდები.

გამოცდილებასთან ერთად, ღიმილი ადამიანის სახეზე ღრმა ნაოჭებით იცვლება.

შეცდომის უფლება – პიროვნების თავისუფალი განვითარების მთავარი გარანტიაა.

ყველაზე ცუდი მარტობა – როცა ადამიანი უხერხულობას გრძნობს საკუთარ თავთან.

თუნდაც ერთხელ ნებისმიერის კარზე აკაკუნებს იღბალი, თუმცა ადამიანების უმეტესობა ამ დროს მეზობელ კაფეში ატარებს დროს და საერთოდ არ ესმის კარზე კაკუნი.

სიმართლის მოსმენა არავის მოსწონს, ყველას მხოლოდ იმის მოსმენა უნდა, რასაც თვითონ თვლის სიმართლედ.

თუ ყოველთვის უმრავლესობის მხარეს ხარ, მაშინ შეეგუე აზრს, რომ ბრბოს ნაწილი ხარ.

უკეთესია გაჩუმდე და ყველას ჭკვიანი ეგონო, ვიდრე გააღო პირი და ყველას ილუზიები დაანგრიო.