LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება” არ არის პოპულისტური: ინფრასტრუქტურულ პროექტებში 20 მილიარდი ლარი ჩაიდება

69
118125046-3603552099677886-126346415774585693-o

„ეს ის კონკრეტული პროექტებია, რომლებიც ჩვენ უკვე განხილული გვაქვს და ვიცით, სად რომელი გზა უნდა გავიდეს, სად წყლის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, სად საირიგაციო სისტემები უნდა განახლდეს და ა.შ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

გიორგი გახარიამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალციხის წყალმომარაგების პრობლემა მალე სრულად აღმოიფხვრება. მისი თქმით, არასდროს არ ყოფილა ისეთი სისწრაფის რეკონსტრუქცია გზაზე, როგორიც ახალციხე-ნინოწმინდის გზაა.

პრემიერის თქმით, “ოცნება” არ არის ის ძალა, რომელიც პოპულისტურ დაპირებას გასცემს.

„ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, დამატებით იქნება ინვესტირებული მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად“ – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას პანდემიაზე, გლობალურ გამოწვევებსა და ეკომნომიკურ კრიზისზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე არც ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები