ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას კიდევ ერთ ემოციურ ისტორიას უზიარებს და წერს, რომ ობოლ ძმებს საკუთარი სახლი აუშენეს.
„იმხელა ჯადოსნობა და სიხარულია აქ. ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდა, მაგრამ რა თქმა უნდა გამოგვივიდა და ობლებს თავისი სახლი ავუშენეთ.
ძალიან რთული ადგილია. ზამთარში, ერთი ხელოსანიც ვერ ვიშოვეთ და მე და ირაკლის, ჩვენი ხელით მოგვიწია ყველაფრის გაკეთება.
ყინვა, ძირითადად -9° გრადუსი იყო ყოველ დღეს და თბილისიდან ორმოცჯერ მაინც მოგვიწია ასვლა. გიხსნით უბრალოდ, რატომ დაგვაგვიანდა მთელი ზამთარი, თორემ ეს ბავშვები ჩვენი ოჯახის წევრებივით გახდნენ და ამათი თვალების ყურებას, საერთოდ არაფერი არ სჯობია ახლა.
ბავშვები გაიზრდებიან , მაგარი ბიჭები დადგებიან და სხვებს დაეხმარებიან.
მიყვარხართ ამხელა საოცარი ამბების შემოქმედებისთვის.
#სიკეთეგადამდებია“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.
🏠🏠იმხელა ჯადოსნობა და სიხარულია აქ 💫💫💫😍😍😍😍😍😍😍 ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდა, მაგრამ რა თქმა უნდა გამოგვივიდა და ობლებს …
Posted by Akaa Sinjikashvily on Wednesday, 13 March 2024