LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობამები მუჰამედ ალის დასაფლავებაზე ვერ მიდიან

168

როგორც BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი ცოლი მიშელი ვერ დაესწრებიან გამოჩენილი ამერიკელი მოკრივის მუჰამედ ალის დაკრძალვას. აღნიშნულია, რომ მეუღლეები ქალიშვილის გამოსაშვებ საღამოზე მიდიან. ისინი გაუგზავნიან წერილს ალის ოჯახს, ხოლო თეთრი სახლიდან დაკრძალვას დაესწრება პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ჯარეტი, რომელიც პირადად იცნობდა მოკრივეს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ცერემონიაზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი მივა, ასევე მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში ლენოქს ლიუსი და მსახიობი უილ სმიტი, რომელმაც მოჰამედ ალი ფილმში ითამაშა.

მოჰამედ ალი გასულ პარასკევს 74 წლის ასაკში ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას მომდევნო პარასკევს მშობლიურ ქალაქ ლუისვილში დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები