LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობამა შვილის გამოსაშვებ საღამოზე შავი სათვალით მივა

45

აშშ-ს პრეზიდენტი ქალიშვილის, მალიას სკოლის გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით ვერ გამოვა, რადგან დარწმუნებულია, რომ ცრემლებს ვერ შეიკავებს.

დეტროიტში,  ლუდსახარშ „ჯოლი ფამფქინში“ ლანჩზე ობამამ კომპანიონებს უთხრა, რომ მას მალიას გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსვლა შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა, რადგან ეს მისთვის ძალიან ემოციური დღე იქნება.

„მალიას სკოლამ მთხოვა, სიტყვით გამოვსულიყავი, მაგრამ მე უარი ვთქვი. გამოსაშვებ საღამოზე ვაპირებ შავი მზის სათვალე გავიკეთო, რადგან ვიცი, ვიტირებ,“ – განაცხადა ობამამ.

მალია, პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი დამამთავრებელ კლასშია და მისი გამოსაშვები საღამო გაზაფხულზე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები