პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პროექტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პოსტი ჰქონდეს.
ბახტაძის თქმით, ეს ნაბიჯები მომავალშიც გაგრძელდება.
"პორტის მშენებლობის დაწყება მოლაპარაკებების დასრულებაზეა დამოკიდებული"
ვადები შეიცვალა- ანაკლიის პორტი პირველ გემს 2021 წელს მიიღებს
„ანაკლიის პროექტს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ არაერთხელ განგვიცხადებია და ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტის რეალიზაცია მოხდეს წარმატებულად. მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც გამოიწვევს აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებას,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ექსპერტებს კონკრეტული კითხვით მიმართა და მათი პროფესიონალიზმი ეჭქვეშ დააყენა.
„ვინც თავისთავს ფინანსისტს უწოდებს და მითუმეტეს ექსპერტს, მარტივი შეკითხვა მაქვს ამ ადამიანებთან: სახელმწიფომ გამოისყიდა და ამაში იქნა გადახდილი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, გამოისყიდა მიწები, რომ კონსორციუმს გადასცემოდა, აიღო მთავრობამ ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურა შექმნას, იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია პრიორიტეტულ სიაში ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის. ფინანსისტებთან მაქვს მე შეკითხვა, რომლებიც თავის თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, როგორც მითხარით. ამის შემდეგ ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, რომ სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და უფრო მეტიც, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რომ არ აშენდეს ფოთის ახალი პორტი და შეჩერდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი?